Region of Shida Kartli (Page 3/23)
Ateni Sioni Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ატენის სიონის ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. ძველი ქართული პოეზიის ნიმუშებში წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც.
Avkveti church
Church (Shida Kartli - Gori district)
ავკვეთის ეკლესია დარბაზულია (16,8 X 13,7 მ), ნაგები თლილი ქვით. საპირე ქვა ვარდისფერი და მწვანეა. ნაგებობის შიდა კედლები ამოყვანილია წვრილი ქვით. შენობა დაზიანებულია (აქ დასაზუსტებელია): შემორჩენილია მხოლოდ ეკლესიის და დასავლეთ სათავსების კედლების ქვედა ნაწილი; დანგრეულია ეკლესიაზე ბევრად დაბალი და ვიწრო ეგვტერებიც, რომელიც ეკლესიის სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვრის. ჩანს მხოლოდ მათი გეგმის კონტურები.
Bateti lake
Lake (Shida Kartli - Kareli district)
ბატეთის ტბა — მეწყრული წარმოშობის ტბა საქართველოში, ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბატეთისწყლის ხეობაში (მდინარე ძამის აუზი). ზღვის დონიდან 1313 მ. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², აუზის ფართობი 5 კმ², უდიდესი სიღრმე 12 მ.[1] მეწყერი რომელმაც ტბა წარმოშვა, სამხრეთიდანაა ჩამოწოლილი. ვრცელი ნაპირი არ გააჩნია. გარშემორტყმულია წიწვნარ-წიფლნარი ტყით შემოსილი ფერდობებით. წყალი გამჭვირვალეა და მტკნარი. ტბიდან გამოდის ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაპირი დაჭაობებულია. დეკემბრიდან მარტამდე ყინულითაა დაფარული. ტბაში ბინადრობს საქართველოს წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წითელი წიგნის მონაცემებით ტბაში კალმახიც გვხვდება.
Bebris Castle
Castle/Tower (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.
Bneleti (Darkness) St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Gori district)
ნელეთის ღვთისმშობლის ეკლესის ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა (11,5X10,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, პერანგი შირიმის ქვისაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია. დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები
Bora's (Pillar) Church
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
ლეგენდის მიხედვით ეკლესის მშენებლები საჭმელ-სასმელს ღრმა ორმოში ინახავდნენ. ორმოში შხამიანი გველი ჩაცურებულა, რაც დაუნახავს ცაში მონავარდე ბორას, შურდულივით დაშვებულა, ორმოში ჩაფრენილა და იქვე მომკვდარა. მშენებლებს ეკლესიისათვის ბორას საყდარი უწოდებიათ. სპეციალური ლიტერატურაში ძეგლს ბოძის საყდრის სახელითაცაა ცნობილი.
Breti
Church (Shida Kartli - Kareli district)
როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ „ასურელი მამები“ – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა „რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა.“