Region of Kakheti (Page 7/16)
Kvareltskali Pillars' Complex
Church (Kakheti - Akhmeta district)
ყვარელწყალის სვეტების კომპლექსის თავდაპირველი სახელწოდება, ისევე როგორც სოფლის მიდამოების ძველი ტოპონიმიკა, არ შემორჩენილა. როგორც ჩანს, ხეობის ძველი მოსახლეობა გვიანი შუასაუკუნეების განუწყვეტელი ომიანობის (შაჰ-აბასის ლაშქრობები, ლეკიანობა) შედეგად გადაშენდა და მასთან ერთად დაიკარგა ტოპონიმიკაც. სოფელ ყვარელწყლის ამჟამინდელი მცხოვრებნი XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ ფშაველთა შთამომავლები არიან. ახალმოსახლე ფშავლებს მაღალი, კოშკის მსგავსი საცხოვრებლები აუგიათ, რის გამოც თავდაპირველად ამ სოფელს „კოშკებს“ უწოდებდნენ. მეორეს მხრივ საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დღევანდელი ყვარელწყლის ადგილზე აღნიშნულია სოფელი ყორწყალი
Kvavlo Towers
Castle/Tower (Kakheti - Akhmeta district)
კვავლოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ კვავლოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია მეორე, მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა, მთელ სიმაღლეზე დაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. კოშკში შესასვლელი I სართულზეა (5,8 X 5,8 მ) სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. სართული გადახურულია შეკრული კამარით, რომელშიც მოწყობილია მეორე სართულზე ასაძრომი ხვრელი. მეორე სართულის სამხრეთ კედლის შუაში განიერი და მაღალი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ჩრდილო კიდესთან თითო სათოფურია. ორი სათოფურია ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილში. მესამე სართულის სამხრეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლებში – თითო სათოფური. კოშკის მეოთხე სართულის არქიტექტურული გადაწყვეტა მესამის ანალოგიურია. მეხუთე სართულის ოთხივე კედელში თითო შეისრულთაღოვანი მაღალი სარკმელია, რომელთა ქვედა ნახევარი, გარედან, ფიქლის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია მიდგმული. სართული გადახურულია შეკრული კამარით. მეორე, მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები. გარედან კოშკს პირამიდისებრი საფეხუროვანი სახურავი ხურავს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
Kvavlo Village Ruins
City/Village ruins (Kakheti - Akhmeta district)
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 36 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 27 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 43). სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ – თილიძე, გაწირიძე, მიშიძე. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა. როგორც სხვა სოფლის მაცხოვრებლები, კვავლოელების ნაწილიც კახეთში გადასახლდა.
Kvetera Fortress-City
Castle/Tower (Kakheti - Akhmeta district)
კვეტერას (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.
Manavi St.Mary's Church
Church (Kakheti - Sagarejo district)
მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. ამაზე მოგვითხრობდა ვრცელი სამშენებლო წარწერა. იგი დღემდე შემორჩენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნებულია ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ. წარწერა ასე იკითხებოდა: „დროსა ... მეფის ირაკლი მეორისას, მოწყალებით ქრისტე ღმრთისად, აღუაშენე დედისა, ღმრთისა შობისა წმინდა ეკლესია მრავალ მთის მონასტრის ... ადგილს შინა, ნათლიმცემლის არხიმანდრიტმან მეფისა ... ქრისტეს აქეთ ჩღ(დ) და ქართულისა ქორონიკონსა უპბ“. არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი.