Region of Shida Kartli (Page 8/23)
Gudaleti Cathedral Complex
Church (Shida Kartli - Kaspi district)
გუდალეთში ტაძრის აგების შესახებ ქართულ მატიანეებს არავითარი ცნობა არ შემოუნახავთ. მხოლოდ ორიოდ ისტორიულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ XIV საუკუნეში სოფელი სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა; XVIII საუკუნეში ეს ადგილები სახასო იყო. ცნობილია რომ გიორგი სააკაძის შთამომავალნი – თარხნიშვილები – კავთისხევის მოურავები იყვნენ და გუდალეთიც მათ საბატონოში შედიოდა.
Ikorta Monastery Complex
Church (Shida Kartli - Gori district)
ვახუშტი ბაგრატიონის თქმით: `ორბოძლის მთის სარკმლით არს, მთის კალთასა შინა, იკორთას, მონასტერი დიდი, გუმბათიანი, კეთილად ნაშენი, კარგს ადგილს; ზის არქიმანდრიტი~. XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთთან შეერთების შემდეგ, ბევრი მონასტერი გაუქმდა. 1811 წელს იკორთის სამონასტროც სოფლის რიგით ეკლესიად იქცა. XII საუკუნეში ნაგები მონასტრებისთვის განკუთვნილი ეკლესიის ირგვლივ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სატრაპეზო, წინამძღვრის საცხოვრებელი, ბერების სენაკები, დამხმარე შენობები, გალავანი და მრავალი სხვა, სამწუხაროდ ამ ნაგებობების კვალიც კი არსად ჩანს.
Ikvi church
Church (Shida Kartli - Kaspi district)
თვით სოფელი იკვი აღარ არსებობს, მოსახლეობა გადასახლდა სამგორში. სამხრეთ-დასავლეთის თაღის ქვეშ, ნიშის მარცხნივ ფილაზე აყვავებული ჯვრის რელიეფური გამოსახულება და ასომთავრული წარწერაა, რომელშიც ნახსენებია ქტიტორი მამამთავარი არსენი. წარწერის პალეოგრაფიული და ნაგებობის სტილისტური ანალიზით ეკლესია თარიღდება XI საუკუნის I ნახევრით. 1939-1940 წლებში ეკლესიაზე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსტან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველომ (რესტავრაციის ავტორები: ნ. ჩუბინაშვილი, ვ. წილოსანი). აღადგინეს ფასადები და გუმბათის ყელი, ნაგებობას სამხრეთით შეუქმნეს სუბსტრუქცია, ჩრდილოეთით მთის ფერდობი კედლით გაამაგრეს.
Itri Monsatery Complex
Monastery (Shida Kartli - Khashuri district)
იტრიის სამონასტრო კომპლექსის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“. იტრიის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოზ დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ", მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს
Itri tower
Castle/Tower (Shida Kartli - Khashuri district)
საჯვარე კოშკი ოთხკუთხაა (4,45X4,3 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია თლილი ქვიშაქვა. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, სართულებს შორის გადახურვა, კედლები, შემორჩენილია ოთხი სართული.კარი ჰქონდა აღმოსავლეთით, მეორე სართულზე. სართულებს შორის ძელური გადახურვა იყო(შემოცენილია საძელე ბუდეები). პირველი სართულის ჩრდილო კედელში მოზრდილი ბუხარია, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თახჩები. მეორე სართულის ბუხარი პირველი სართულის ბუხრის ღერძზეა. კედლებში ორ-ორი სათოფურია. სათოფურები მესამე სართულის კედლებშიცაა. სამხრეთ კედელზე მიშენებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე..
Ivane Javakhishvili House Museum
Museum (Shida Kartli - Kaspi district)
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებელი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილმა (1896-1940 წ.წ) აქ გაატარა თავისი ბავშვობა. ყრმა ივანე ხშირად ჩადიოდა სოფელში ზაფხულობით. პირველი სამეცნიერო-კვლევის სამუშაოებიც აქ დაიწყო. შემდეგშიც უკვე ცნობილი მეცნიერი, ხოვლეს ხშირი სტუმარი იყო. აქ ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას. სოფელში მასთან ხშირად ჩადიოდნენ სტუმრად გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები. მუზეუმი არსებობს წლიდან, მაგრამ ოფიციალურად გაიხსნა 1976 წელს მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში. მუზეუმში დაცულია ივანე ჯავახიშვილის მემორიალური ნივთები, მდიდარი საბიბლიოთეკო ფონდი, ხოვლე-გორას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ფოტო და დოკუმენტური მასალები. ექსპონატების რაოდენობა არის 485.
Joseph Stalin's House-Museum
Museum (Shida Kartli - Gori district)
საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში დაარსდა 1937 წელს. ინახება 60000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი დაჯავშნილი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა ისტორიულ კონფერენციებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.
Jvari monastery
Monastery (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის – მცხეთის პირდაპირ, IV საუკუნეში ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ეკლესია ააშენა. ჯვრის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.