თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
მოკლე აღწერა: თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.
დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ;
სოფ. კობი - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 12,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ;
დაბა სტეფანწმინდა - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 29,5 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 20 წთ;
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში