House Museum of Alexander Chavchavadze
Short description: საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს. სახლ-მუზეუმი დაარსდა XX საუკუნის 50-იან წლებში, საუცხოო, მომაჯადოებელი ბუნების წალკოტში გადაშლილი მამულის ტერიტორიაზე, რომლის მფლობელი, სახელოვანი ქართველი პოეტი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) იყო. [1, 5] ჭავჭავაძეების ოჯახი სამაგალითო იყო XIX საუკუნის საქართველოში. ეს იყო ჭეშმარიტ ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, ყოველმხრივ განათლებული, ინტელექტუალური ოჯახი, რომელთაც წარუშლელი კვალი დაამჩნიეს XIX საუკუნის ქართული საზოგადოების ცხოვრებას. [2, 20] ჭავჭავაძეების ოჯახში თავს იყრიდა იმდროინდელი პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს ოჯახი იყო პირველი მასპინძელი ევროპიდან თუ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული გამჭრიახი გონების ადამიანებისა. [3, 14-15] “უკვდავებაში გადასულთა ნაღვლიანი და უძვირფასესი ისტორია” სათავეს იღებს გარსევან ჭავჭავაძისაგან (1757-1811). “წინანდლის სასახლე აგებულია გარსევან ჭავჭავაძის მიერ. რბილი ავეჯით, სურათებით, გობელენით, სევრის ვაზებით, ვერცხლისა და ოქროს სერვიზით, დიდი ბიბლიოთეკა. ყველაფერი ეს ღირდა ათასეული მანეთები”
Additional information: No additional information
Altitude: ≈ 608 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist