თხინვალის სასახლე და ეკლესიები
Short description: ისტორიულ წყაროებში სოფელი თხილოვნა მოიხსენება XV ს-ში, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ურთულეს და უმძიმეს პერიოდში. სასახლე და ეკლესიები მდებარეობს სოფლის დასავლეთით 2 კმ-ზე, ლისის ტბის მიდამოებში, გაბაშვილების ნასახლარზე და თარიღდება XVII-XVIII სს-ით. XIV-XV საუკუნეების მიჯნა განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამი იყო საქართველოს ისტორიაში; ქვეყანამ განიცადა III ტაიფუნის _ თემურ-ლენგის ურდოთა გამანადგურებელი შემოსევების (რვა ნადირობა), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველი ხალხის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას. გიორგი მეფის ცხედარი მცხეთას დაკრძალა ძმამ კოსტანტინემ, ბაგრატ V-ს ძემ და კოსტანტინე I-ის სახელით გახდა საქართველოს მეფე (1407-1411). ასეთ უმძიმეს და განადგურებულ მდგომარეობში დაიწყო XV საუკუნე და სწორედ კონსტანტინე I-ის დროს მოიხსენიება სოფელი თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა). სოფელი იყო გაბაშვილების მფლობელობაში. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან ციციშვილების სამფლობელოა.
Additional information: მე-17-18 საუკუნეებში სპარსელებისა თუ თურქების ოკუპაციის პერიოდში ამ ტაძარმა მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება. ტაძარი მათი ექსპანსიის შემდგომ იმყოფებოდა რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ, მას შემდეგ რუსი ეგზარქოსის მიერ განწესილი მღვდელ-მსახურებაში. შემდგომ ამისა კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი არ ფუნქციონირებდა, გადაქცეული იყო საწყობად და საქონლის სადგომად, ის ძალიან იყო დაზიანებული, რაზეც მეტყველებს ბოლოდროინდელი ფოტომასალა. 2011 წლის 1 ივნისს სიონის საკათედრო ტაძარში კათალიკოს პატრიარქმა ილიაII-მ გასცა კურთხევა ტაძრის აღდგენის თაობაზე, კერძოდ: აღდგენილიყო ღვთისმსახურება და დაარსებულიყო მონასტერი. ეს დაევალა იღუმენ მიქაელს (ოთარაშვილს), მის მრევლს და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთა ძალისხმევით იქნა დაწყებული ამ საქმისა და კურთხევის აღსრულება. აღსდგა კომუნიკაციის ყველა საშუალება, კერძოდ: მიყვანილ იქნა სამი მხრიდან გზა და ასევე ელექტროენერგია. 2011 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, დასრულდა ტაძრის აღდგენის შიდა და გარე სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და საპატრიარქოს შესაბამისი სტრუქტურების მხარდაჭერით
Altitude: ≈ 677 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist