დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია
მოკლე აღწერა: დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
ეკლესიაLoading...
0/5 ქულა
(0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 744 მპუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში

