Akhalkalaki district (Page 1/2)
Agara monastery
Monastery (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
აგარის კომპლექსში მდებარეობს ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. მთავარი ეკლესია აგებულია X საუკუნეში ან XI საუკუნის დასაწყისში და შეკეთებულია არა უადრეს XIV საუკუნისა. აგარის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, სამცხე–ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–აღმოსავლეთით ურაველას ხეობაში მდებარე სოფელ ურაველას ზემოთ, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას.
Ikvi monastery
Monastery (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის ტაძარი მდინარე შაბწყალას (მდ. თეძამის შენაკდი) ხეობაში, კასპის მუნიციპალიტეტში. გეგმით წაგრძელებული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ტაძარი ნაგებია სუფთად გათლილი კვადრებით. ინტერიერში შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები XI საუკუნეს მიეკუთვნება.
Nedzvi Sameklesiiani (Three Churches) Basilica
Church (Samtskhe-Javakheti - Borjomi district)
ნეძვის სამეკლესიიან ბაზილიკაშიცა და ბორჯომის ხეობის სხვა ძეგლებშიც, რომლებიც IX-X საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული, ხოლო ჩითახევის მონასტრის ეკლესიის (IX ს.) დასავლეთი გარშემოსავლელი სამხრეთისაგან მასიურ ბურჯზე გადაყვანილი თაღებით იყო გამოყოფილი; არის შემთხვევები ამ მონაკვეთის კედლით გამოყოფისაც (გუჯრისხევი, სანარია, საკირე...). ჩვენი ეკლესიის თავისებურება ისაა, რომ ყველა სხვა ძეგლისაგან განსხვავებით აქ არ არის გაჭრილი შესასვლელი დასავლეთიდან. სხვა მხრივ კი, ყველა მათგანივით გარშემოსავლელთა ნაწილების მეტნაკლები გამიჯვნა უპირისპირდება კლასიკური ხანის ერთიან დინებაში შერწყმულ გარშემოსავლელებს (ზეგანის ყვალაწმინდა, ამიდასტური, ნეკრესის სამეკლესიიანი ბაზილიკა).
Rabati forterss
Castle/Tower (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე, დაარსებულია არაუგვიანეს IX ს-სა. რაბათის ციხე წარმოადგენდა სამცხის ათაბაგთა - ჯაყელების რეზიდენციას. XII – XIII საუკუნეში ციხე აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი "ახალციხე".
Rkoni Monastery Complex
Monastery (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, მდინარე თეძამის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა – VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV ს.ს. და XVII- XVIII ს.ს., რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. რკონის კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება (VII ს). ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა.
Safara Monastery Complex
Monastery (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი თვალწარმტაცი ხელი სრულიად მოულოდნელად, მაშინ გადაიშლება ჩვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მიუახლოვდებით. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას საფარა. ვახუშტის ცნობით: „ახალციხის წყლისა მტკურის შესართავს ზეით... ხევზედ არს საფარის მონასტერი, შუენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ესე იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაეფლოდნენ ათაბაგნი“. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა. მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა
Tiseli Monsatery
Church (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
ახალციხის რაიონში, სოფელ თისელის მახლობლად რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევია დარჩენილი. თვით სოფელი თისელი მთაშია, აწყურიდან დასავლეთით, 5-6 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან 1-1,5 კილომეტრზე, სამხრეთ- აღმოსავლეთით, მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები. ეს შენობა, როგორც ხელოვნების ძეგლი, დაღუპულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია (ტაძართან თუ დასავლეთის მხრიდან მიხვალთ, თითქოს შენობის განივკვეთს ხედავთ), ქვის პერანგი ერთიანად შემოძარცულია. გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვითა არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც.
Vale St.Mary's Church
Church (Samtskhe-Javakheti - Akaltsikhe district)
ვალეს ღვთისმშობლის ეკლესია თავდაპირველად ეკლესია გუმბათიანი იყო. შემდეგ დროთა განმავლობაში, მისი გუმბათი და კამარები ჩამოიქცა, 1561–64 წლებში შენობა უგუმბათოდ აღადგინეს. ამის გამო იგი სამნავიან ბაზილიკად იქცა და ამ ძეგლს ამჟამად შეცვლილი სახე აქვს.