ბუნების ძეგლი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 242 მ
- პუნქტის embed კოდი
ბუნების ძეგლი საქართველოში თავისი პარამეტრებით ერთ-ერთი გამორჩეული, მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული უდიდესი კლასტოკარსტული და ფსედოკარსტული 600 მ სიგრძის მღვიმეა. მღვიმე იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. მთავარი ტალანის ფსკერში ჩაჭრილი ეროზიული კანიონით მოზრდილი ცივი მიწისქვეშა მდინარე გაედინება. კანიონის სიღრმე ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი შტო, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია დ. ჩხოროწყუ. თბილისიდან ჩხოროწყუ დაშორებულია 334 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ და 30 წთ; დ. ჩხოროწუ - სოფ. ახუთი - 12.5 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ; სოფ. ახუთი - ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი - 6,8 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ;გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
