სამთავროს ტაძარი

ეკლესია მცხეთა-მთიანეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი

ეკლესია ეკლესია

მთავარი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელი – სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი. ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო.

1. გუმბათიანი ტაძარი - XI ს. 30-იანი წწ. 2. წმ. ნინოს ეკლესია 3. სამრეკლო 4. კოშკი - ადრეშუასაუკუნეები. 5. გალავანი - XVIII ს. 6. სხვა ნაგებობანი - XIX ს.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.