მონასტერი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 463 მ
- პუნქტის embed კოდი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აგებულია 1010-1029 წლებში ხუროთმოძღვარ არსუკისძის მიერ მცხეთის შუაგულში, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. აქ IV საუკუნის პირველ ნახევარში აშენდა უძველესი ქართული ეკლესია. V საუკუნის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასლის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად აგებულ იქნა დიდი ზომის ბაზილიკა, რომლის ცალკეული ნაწილები და ბურჯები ჩართული იყო დღეს არსებულ ტაძარში. ბაზილიკამ იარსება XI საუკუნემდე, როდესაც გიორგი I–ის მეფობის დროს ქვეყნის საერთო აღმავლობამ საშუალება მისცა მელქისედეკ კათალიკოსს აეშენებინა მის ნაცვლად დიდებული საკრებულო ტაძარი.
სვეტიცხოვლის კომპლექსი 1. ტაძარი - 1010-1029 წწ 2. მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე - XI ს. 3. კარიბჭე - 1029 წ. 4. ანტონ II კათალიკოსის სასახლე - XVIII ს. 5. გალავანი - 1787 წ. 6. სხვა ნაგებობანი - შუა საუკუნეებიგალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.

