ქალაქი, სოფელი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 463 მ
- პუნქტის embed კოდი
მცხეთის ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ. III ათასწლეულიდან. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში მცხეთა დიდ ქალაქად გაერთიანდა. გადმოცემა მცხეთის მშენებლობას ბიბლიური ნოეს შვილთაშვილს, ქართველთა მითიური წინაპრის ქართლოსის ვაჟს, მცხეთოსს მიაწერს. ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან ახ. წ. VI საუკუნის დასაწყისამდე მცხეთა ქართლის (იბერიის) სამეფოს ცენტრი იყო. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის უდიდესი – უფლის კვართი. საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით მცხეთას წმინდა ქალაქის სტატუსი აღუდგა. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.

