ეკლესია
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 452 მ
- პუნქტის embed კოდი
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგვსათა“.
ანტიოქიის ეკლესია, კარიბჭე და კოშკი VII-VIII სს. XVI–XVIII სს.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.
