ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია

ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია

მოკლე აღწერა: ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესია (8,4X4,6 მ) მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო–აღმოავლეთით. განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნაგები ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკი ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელი ჩრდილო კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი (მთლიანად იყო დანგრეული) ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ნასოფლარ ჟინვალის მღვიმეს ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 777 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ