ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია

ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია

მოკლე აღწერა: ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (10,3X6,5 მ), ნაგებია რიყის ქვით (წყობა ირეგულარულია), გამოყენებულია ღვინისფერი თლილი კვადრებიც. შენობა დაზიანებულია: ჩამონგრეულია ჩრდილოეთ კედლის დეკორატიული თაღი და ლავგარდანი, ჩამოცვენილია შიდა შელესილობა; აღმოსავლეთ კედლის ზოგიერთ ნაწილში ჩანს აგურის გვიანდელი ჩანაერთები. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: ერთი დასავლეთით (ამჟამად გაუქმებულია), მეორე - სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში. ამ შესასვლელის თაღში ჩადგმულია ტიმპანის მთლიანი ქვა. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება (აფსიდის სხვა კომპონენტების ჩაშენების გამო არ გაირჩევა).

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ტყვიავის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 793 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ