ურბნისის ნაქალაქარი

ურბნისის ნაქალაქარი

მოკლე აღწერა: რბნისის ცენტრალური და აღმოსავლეთ ნაწილი ახლანდელ სოფელ ურბნისს უჭირავს; დასავლეთით მდებარე ტერიტორია ხელშეუხებელი იყო და ამიტომ გადარჩა. ურბნისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება ელინისტურ ხანაში. არქეოლოგიურმა კვლევამ ახლანდელ ურბნისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში გამოავლინა ადამიანის მოღვაწეობის კვალი ძვ. წ. III ათასწლეულიდან. საკმაოფ ძლიერი, დიდი დასახლების კვალი შეიმჩნევა ძვ. წ. II და I ათასწლეულების მიჯნაზე. სავარაუდოა, ძვ. წ. ათასწლეულის შუა ხანიდან აქ სამოსახლოთა გაერთიანების შედეგად წარმოიშვა მჭიდრო დასახლება, რომელიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ქალაქის პირველ სახედ. ძვ. წ. IV საუკუნისათვის ურბნისი ქალაქად მოიხსენიება

დამატებითი ინფორმაცია: ნაქალაქარი ურბნისი
1. ურბნისის სიონი - V–VI ს.
2. გალავანი - ძვ.წ.აღ IV–III სს.
3. სამრეკლო
4. აბანო - III ს.
5. მარანი - VI–VII სს.
6. წყალსადენი - XVIII ს.

ურბნისის ნაქალაქარინაქალაქარი/ნასოფლარი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 640 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ