ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე

მოკლე აღწერა: მდებარეობს სხალთის ხეობის სათავეში სტრატეგიულად ძალზედ მოხერხებულ ადგილას, მას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნია. ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა (ოსმალთა მფლობელობის ხანისა). სხალთა-ხიხანისწყლის ხეობის კულტურულ-ეკონომიური აღმავლობა უკავშირდება ერისთავთ-ერისთავების აბუსერიძეების მოღვაწეობას. აჭარა მათ საერისთავოს წარმოადგენდა. აბუსერისძეთა გვარეულობას უკავშირდება ერთ-ერთი შესანიშნავი საფორტიფიკაციო ნაგებობის ხიხანის ციხის აგება. “მატიანე ქართლისაის” მიხედვით აბუსერ I აბუსერიძე XI საუკუნის შუა ხანებში ხიხათა ციხის მფლობელად იხსენიება. იგი XI-XIII საუკუნეებში ერისთავთ-ერისთავების სარეზიდენციო ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.

დამატებითი ინფორმაცია: ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.
XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი.

ხიხანის ციხეციხე-კოშკი
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2061 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ