დაბა ხულო

დაბა ხულო

მოკლე აღწერა: დაბა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 923 მ, ბათუმიდან 88 კმ. მოსახლეობა 1.1 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ზემო აჭარის პოლიტიკურმა ცენტრმა სხალთიდან ხულოში გადაინაცვლა. 1874 წელს მისი მოსახლეობა 100 კომლზე მეტი არ იქნებოდა. დაბის სტატუსი მიიღო 1964 წელს.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

დაბა ხულოქალაქი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 946 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ