ყელის ტბა
მოკლე აღწერა: ტბა ყელის ვულკანურ ზეგანზე, ახალგორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ, წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ². მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა. ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია, მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი. ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
ტბა
Loading...
5/5 ქულა
(2 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2925 მსაფეხმავლო ბილიკი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში