ლაკბეს წყალსაცავი

ლაკბეს წყალსაცავი

მოკლე აღწერა: ლაკბეს წყალსაცავი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მახლობლად. შექმნილია მნინარე ლაკბეს დაგუბების გზით. წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო გასული საუკუნის 80–იან წლებში სამელიორაციო მიზნით, კერძოდ წყალსაცავს სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა შირაქის ველი. მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა ვერ დასრულდა და ამჟამად ის ფაქოტბრივად წარმოდგენილია როგორც ბუნებრივი ტბა. მისი მაქსიმალური სიღრმეა 22 მეტრი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტბაში გაშვებული იყო კობრი და სქელშუბლა, მდინარიდან ბუნებრივად მოხვედრილია ქაშაპი. წყალსაცავი საჭიროებს შემდგომ შესწავლას არსებული იქტიოფაუნის თვალსაზრისით.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ლაკბეს წყალსაცავიწყალსაცავი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 707 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ