ლაჯანურის წყალსაცავი

ლაჯანურის წყალსაცავი

მოკლე აღწერა: ლაჯანურის წყალსაცავი — საინჟინრო-ჰიდროტექნიკური ნაგებობა ცაგერის მუნიციპალიტეტში. შექმნილია მაღალი თაღოვანი კაშხალით მდინარე ლაჯანურის ქვემო დინების ვიწრო ხეობაში, სოფელ სურმუშთან. ოვალური ფორმისაა. სიგრძე 3,2 კმ, უდიდესი სიგანე 1 კმ, საშუალო სიგანე 0,5 კმ. უდიდესი სიღრმე 70 მ, საშუალო სიღრმე 30 მ, ფართობი 1,6 კმ², წყლის მოცულობა 50 მლნ. მ³. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე, აგრეთვე მდინარე ცხენისწყლიდან არხით გამოყვანილი წყალი. წყალსაცავი დღეღამური რეგულირებისაა. წყლით უზრუნველყოფს ლაჯანურჰესს.

დამატებითი ინფორმაცია: ლაჯანურის წყალსაცავის ქვაბულის ქვედა ნაწილი აგებულია ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით, ზედა — ქვიშაქვებით, მერგელოვანი თიხაფიქლებითა და კონგლომერატებით. კალთები მეწყრებიანი აქვს. ნაპირების ტალღისმიერი გადამუშავება უმნიშვნელოა. წყალსაცავის მოლამვა ძირითადად ხდება შენაკადების მიერ შემოტანილი მყარი ჩამონადენის ხარჯზე. კაშხალთან ფსკერული ნატანის სისქე 10 მ აღემატება.

ლაჯანურის წყალსაცავიწყალსაცავი
Loading...
4/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 498 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ