რკონის სამონასტრო კომპლექსი

რკონის სამონასტრო კომპლექსი

მოკლე აღწერა: ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში, ნასოფლარ რკონის ტერიტორიაზე, მდინარე თეძამის ხეობის ზედა ნაწილში. რკონის კომპლექსი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა – VII საუკუნის II მეოთხედი; XIII-XIV ს.ს. და  XVII- XVIII ს.ს., რომლებიც სამონასტრო ცხოვრების პერიოდებს უნდა შეესაბამებოდეს. რკონის კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კარიბჭე, ეგვტერი, სამლოცველო, სატრაპეზო, კოშკი, სამრეკლო, ნათლისმცემლის ეკლესია კარიბჭით და ხიდი. ღვთისმშობლის ეკლესია დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. იგი სამონასტრო ცხოვრების პირველ ფენას მიეკუთვნება (VII ს). ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა.

დამატებითი ინფორმაცია: 1. ღვთისმშობლის ეკლესია - VII ს.
2. ნათლისმცემლის ეკლესია - XIII–XIV ს.
3. სამრეკლო - XVII–XVIII სს.
4. კოშკი - XVII-XVIII სს.
5. სატრაპეზო - XIII–XIV სს.
6. რკონის ხიდი - XII–XIII სს.
7. სხვა ნაგებობანი

რკონის სამონასტრო კომპლექსიმონასტერი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 942 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ