მაცხვარიში
მოკლე აღწერა: მაცხვარიში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (ლატალის თემი), მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1360 მ, მესტიიდან 9 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 320 კაცი.
დამატებითი ინფორმაცია: სოფლის მახლობლად, გორაკზე, შემორჩენილია XI საუკუნის დასასრულის – XII საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ერთნავიანი ეკლესია. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელკამარიანად მოხატულია. წარწერიდან ირკვევა, რომ კედლები XII საუკუნის დასაწყისში მოუხატავს მიქაელ მაღლაკელს. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

Loading...
0/5 ქულა
(0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1319 მპუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ
გალერეა
ახლომდებარე პუნქტები
იოანე წინასწარმეტყველის ეკლესია (იან)
სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი
წმ. გიორგის ეკლესია (მხერის ჯგრაგ)
სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი
მაცხოვრის ლაჰილი ეკლესია
სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი
მთავარანგელოზის ეკლესია (თარინგზელ)
სამეგრელო-ზემო სვანეთი - მესტიის რაიონი
კომენტარები
იტვირთება...