ანანურის ანსამბლი
მოკლე აღწერა: ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
დამატებითი ინფორმაცია: ანანურის ციხის ანსამბლი
1. ღვთისმშობლის ეკლესია
2. ღვთაების ეკლესია
3. მკურნალი - დარბაზული ეკლესია
4. ქვედა ციხე
5. ზედა ციხე
6. გალავანი
7. სამრეკლო
8. ხევსურული კოშკი
9. კოშკები
10. სხვა ნაგებობანი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 838 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში