ბერბუკის კოშკი
მოკლე აღწერა: კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,7 მ), სამსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. დაზიანებულია: დანგრეულია პირველი სართულის სამხრეთ კედელი, მეორე სართულის კედლების ზედა და მესამე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში კვადრატული აგურის თაღოვანი ბუხარია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ორი ორმაგი თახჩიანი სათოფური. სამხრეთ კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სართული შელესილია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში, კარის ორივე მხარეს, თითო ორმაგი თახჩიანი სათოფურია. ასეთივე სათოფურები სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებშიცაა. სართული შელესილი ყოფილა. შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრტყელი ქვის სარტყელი.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში