ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები

ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლები

მოკლე აღწერა: ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები - 6,1 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნები ძეგლებიბუნების ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 689 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ