საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი

საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი

მოკლე აღწერა: საკაჟია 6 მ-ის სიმაღლის და 30 მ-ის სიგრძის ჰორიზონტალური ფორმის, დახშული, ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული არქეოლოგიური, პალეობოტანიკური და პალეოზოოლოგიური აღმოჩენებით მდიდარი მღვიმეა. პალეოლითის პერიოდის დამადასტურებელი ნიშნები კავკასიაში პირველად აქ დადასტურდა, სადაც მრავლადაა პალეოზოოლოგიური ჩლიქოსნების (დომბა, ირემი, შველი), მტაცებლების (მღვიმური დათვი, მღვიმური ლომი, ფოცხვერი და სხვ.), მღრნელების (წავი, მაჩვ-ზღარბი) მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები. ცხოველთა კბილებისა და ძვლების ნატეხების მოპოვებული რაოდენობა რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. ეს მასალა მიეკუთვნება ზედა პალეოლითს (ორინიაკი - ლოლუტრე).

დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ქუთაისი - სოფ. გოდოგანი 11 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ; სოფ. გოდოგანი - საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლი 1.5 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.(საფეხმავლო)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკაჟიას მღვიმის ბუნების ძეგლიბუნების ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 220 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ