წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი
მოკლე აღწერა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს ულამაზეს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდ. წყალწითელას კანიონისებურ ხეობას. ლეგენდის თანახმად წყალწითელას სახელი ხრესილის ომის დროს დაერქვა, რადგან სისხლისაგან წყალი წითლად შეიღება. სინამდვილეში როცა მდინარე დიდდება, ის წითელი მიწის ქანებს რეცხავს, რომლებიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ხეობაში ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სძენს საოცარ სამკურნალო თვისებებს. მდინარეშ მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა, მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი.
დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ქუთაისი. თბილისიდან ქუთაისი დაშორებულია 230 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ;
ქ. ქუთაისი - მოწამეთას მონასტერი - წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი - 9,6 კმ, ხანგრძლივობა - 30 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში