უდის ღვთისმშობლის ეკლესია
მოკლე აღწერა: უდეს ღვთისმშობლის ტაძარს აქვს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა და როგორც აღინიშნა, ამ გუმბათზე აღმართული ოყო წარწერიანი ჯვარი, სადაც ეწერა, რომ ჯვარი 127 კათოლიკეს შენაწირით ჩამოისხა.
დამატებითი ინფორმაცია: ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე ისტორიული კათოლიკური ტაძრის იერსახის შეცვლა, გალავნისა და გუმბათის გადაკეთება მიმდინარეობს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ნაგებობა მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადასცა, თუმცა ეკლესიებს შორის არსებული ზეპირი შთანხმების საფუძველზე ბოლო დრომდე ტაძრის პირვანდელ იერ–სახე შენარჩუნებული იყო. ეს არის ხუთიდან ერთ–ერთი ტაძარი, რომლის ისტორიული მეპატრონისათვის დაბრუნების საკითხს კათოლიკე ეკლესია მუდმივად სვამს.
ტაძარი 1904-1906 წლებში კათოლიკე ქართველების მიერ აიგო. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაყოლებულია ფილები, რომელზეც წარწერილია, რომ ეკლასია აგებულია ქართველი კათოლიკეების მიერ, მუსლიმი თანასოფლელების დახმარებით. ეკლესიის გუმბათის ჯვარზე კი, როგორც ადგილობრივი კატოლიკები აცხადებენ, ამოტვიფრულია წარწერა: ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით.
1930-იან წლებში კათოლიკე მღვდელმსახური დააპატიმრეს, ხოლო ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა და მას შემდეგ იქ ლოცვა მართლმადიდებლური წესით მიმდინარეობს.
ადგილობრივი კათოლიკე მოსახლეობისა და არალის კათოლიკე ეკლესიის მღვდლის, მიხეილ სურმავას ცნობით, 2012 წლის ზაფხულის მიწურულსა და სექტემბერში დაინგრა ეკლესიის ძველი გალავანი და აშენდა ახალი. ძველ გალავანში ჩატანებული ფილები, რომელზეც ჯვრებია გამოსახული და გალავნის ორნამენტები, ახლა ეკლესიის ეზოშია მიმოფანტული. ეკლესიიდან დაახლოებით 25–30 მეტრის მოშორებით შენდება ახალი სამრეკლო და სხვა სათავსოები.
მას შემდეგ რაც სექტემბერში, ამ მშენებლობისადმი უკმაყოფილება გამოხატა ადგილობრივმა კათოლიკურმა თემმა, მშენებლობა შეჩერდა. თუმცა ა.წ. ნომებრიდან მშენებლობა სრულად განახლდა და იგი შეეხო ეკლესიის გუმბათსაც.
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1157 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში