ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია

ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია

მოკლე აღწერა: მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია
Loading...
5/5 ქულა (2 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიზუსტე 5 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1142 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ