შორეთის მონასტერი

შორეთის მონასტერი

მოკლე აღწერა: შორეთის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ოთხი ისტორიული პროვინციის - სამცხის, ჯავახეთის, თორისა და თრიალეთის საზღვარზე, ასპინძისხევში მდებარეობს, დაბა ასპინძიდან 11 კილომეტრში. მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა ასპინძისხევს, სამცხე-ჯავახეთის ბუნებრივ საზღვარს. მდინარე სანისლოს (ოთისწყლის) მარცხენა სანაპიროს ციცაბო, კლდოვანი მთები წარმოადგენენ, თრიალეთში ბილიკები შავი კლდის მიმართულებით გადის, კლდეკარს (კლდეში გაჭრილ საურმე გზას) ციხისჯვრისაკენ (თორი) მივყავართ, გზა აქ კოდიანზე (შარვაშეთის ქედზე) გადადის.

დამატებითი ინფორმაცია: ასპინძისხევი ციხესიმაგრეთა მძლავრი სისტემით იყო დაცული; თორის მხრიდან ვარაზის ციხით, ჯავახეთის მხრიდან შორეთისა და ზემო ინთორის ციხეებით, ფეოდალურ რეზიდენციას ოთის ციხე წარმოადგენდა და სამცხიდან შემოსასვლელს იცავდა. საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთი შეინიშნება აგარასთან. თორს საკუთრივ ციხისჯვრის ციხე იცავდა, სამცხეს ჩიტიკიბეების მიუდგომელი ციხესიმაგრე, ასპინძას - ასპინძისციხე, ჯავახეთს - კოხტასციხე.
ოთის ციხე

ციხესიმაგრეთა მთელი ეს სისტემა უშუალოდ და სათვალთვალო კოშკების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთმანეთს. ეს უპირველესად გათვლილი იყო გარეშე მტრის მოსაგერიებლად.

ხევი განსაკუთრებულად მდიდარია ეკლესია-მონასტრებით: აგარის ეკლესია (ყიზილ-დერესა), ღართის, სანისლოს, ოთის მარიამ წმიდის, ჭაბიეთის, ქვემო ინთორის ეკლესიები, ბეთლემისა და შორეთის მონასტრები.

შორეთის მონასტერი ასპინძისხევის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობს, სოფელ ოთიდან 5-6 კმ-ის მოშორებით. სამანქანო გზა რესტავრაციის დასაწყებად 1990-1991წწ. იქნა მიყვანილი ძეგლამდე. მანამდე კი სანისლოსა და შოლოთისწყლის ხერთვისთან იწყებოდა ციცაბო, ტყიან კლდეებზე წყალაღმა მიმავალი ვიწრო საცხენოსნო ბილიკი.

მდინარის სათავესთან, სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ მდელოზე დგას შორეთის სამონასტრო კომპლექსი, მოჩუქურთმებული თლილი ქვის პერანგით, იშვიათი დეკორით, მოზაიკით შემკული, არქიტექტურულად თავისთავად საინტერესო ძეგლი. ჩრდილოეთიდან მაღალი, მიუდგომელი ციხე-კოშკითა და სამლოცველოთი დაგვირგვინებული ფრიალო კლდე გადმოჰყურებს.

შორეთის მონასტერიეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1338 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ