კოჭიოს ეკლესია

კოჭიოს ეკლესია

მოკლე აღწერა: სოფელ კაჭიოში (კოჭიო) დგას X საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც ახალქალაქიდან 24 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 1720 მეტრზე მდებარეობს. ეკლესიის კედლები და კამარა მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით. ეკლესიის ფასადები და შიგა მხარე საკმაოდაა მოჩუქურთმებული (სარკმლები, ინტერიერის კედლის სვეტების თავები და სხვ.). აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლების თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ფასადებზე გვხვდება ბარელიეფებიც. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდან ეკლესიის შესასვლელი ყოფილა. დასავლეთის კარი ახლა ამოქოლილია. სახურავი მთლიანად მოცლილი აქვს, ხოლო სამხრეთის კედლის ზედა ნაწილი მონგრეულია. ეკლესიის ეზო სავსეა ძველი საფლავის ქვებით. ერთ - ერთ მათგანზე ამოკვეთილია წარწერები.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

კოჭიოს ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1747 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ