საღამოს ეკლესია
მოკლე აღწერა: საღამოს ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები – 3 ეკლესია, ხოლო მეოთხე მაღალ მთაზეა აღმართული. 3 ეკლესიიდან ყველაზე ადრინდელი და გამორჩეულია უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.
დამატებითი ინფორმაცია: თლილი ქვით ნაგები მეორე ეკლესიაც დარბაზულია. მიეკუთვნება XIII საუკუნეს. აქაც კამარა ხის ბანური გადახურვითაა შეცვლილი. მორთულობა ძუნწია.
მესამე სამხრეთის ეკლესიაც XIII საუკუნეს მიეკუთვნება. იგი თითქმის თავდაპირველი სახითაა შემონახული.
მთაზე აღმართული ეკლესია განვითარებული შუა ხანებისაა. იგი ძლიერ დანგრეულია.
დავით მეფეთა მეფის (1247-1270) წარწერა საღამოს ტბის ერთ–ერთი სტელიდან გვამცნობს:
ვიკიციტატა
„ადიდენ და დაამყარენ ღმერთმან, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმპყრობელი, მეფეთა მეფე დავით“
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2017 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში