უბისის მონასტერი

უბისის მონასტერი

მოკლე აღწერა: ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ. უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღ­წერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშე­ნებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართვე­ლოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინა­რეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.

დამატებითი ინფორმაცია: გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».

ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შეს­რულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრო­მების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყე­ნებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუ­ნეებისათვის.

აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარი ღა, რად­გან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს: «მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მე­ფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკი­ნოზთა 535».

ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მე ფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.

ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ: «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესას­ვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულ ში ყოფილა საკუჭ ნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმე ლი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და სა­პირფარეშოთი.
არგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდ­ნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კე­დელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელ­ტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადი­ოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-და სავ ლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყვე­ლაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგუ­რით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს».

თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გა­უმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...

მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არ­სებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რო­მელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭუ­რებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.
XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მო­წაფე გერასიმე.

ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სე­რობა».

უბისის მონასტერიეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 282 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ