ინდურთის კოშკები

ინდურთის კოშკები

მოკლე აღწერა: ინდურთის კოშკი — კოშკი ახმეტის მუნიციპალიტეტში ნასოფლარ ინდურთის თავზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, კლდოვანი მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლის მშრალი წყობით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა, მონგრეულია მეხუთე სართულის კედლების დიდი ნაწილი. პირველ სართულზე (7 X 7 მ) შესასვლელი დასავლეთიდანაა. სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი კარია, კარის ჩრდილოეთით - ერთი სათოფური. მსგავსი ორ-ორი სათოფურია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში. სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია. მესამე სართულის სამხრეთ კედელში ორი თაღოვანი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - ორ-ორი სათოფურია. მეოთხე სართულის სამხრეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელი და ერთი სათოფურია, დანარჩენ კედლებში, სხვადასხვა დონეზე, სათოფურებია განლაგებული. მეხუთე სართულის კედლებიდან მცირე ნაწილიღაა დარჩენილი. სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებს სალოდეების კვალი შემორჩა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ინდურთის კოშკებიციხე-კოშკი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2060 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ