საყდრისი, უძველესი ოქროს სამთამადნო მრეწველობის ძეგლი
მოკლე აღწერა: საყდრისი-ყაჩაღიანი — ბორცვი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთთან ახლოს. ბოლნისიდან 20კმ-ის დაშორებით. ბორცვზე პირველადი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა თ. მუჯირის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გაჩნდა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ[1]. 2004 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო, 2007 წლიდან 2013 წლამდე კი კვლევებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია თომას შტოლნერისა და ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. მათი მტკიცებით, ობიექტი პრეისტორიული ოქროს მაღაროა (ძვ.წ. 3350-2500 წ.წ.). თუმცა სამეცნიერო წრეებში არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, სადაც მეცნიერები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ ადგილას პრეისტორიულ ოქროს მაღაროს არებობას.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
სიზუსტე 5 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 725 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში