ხელოვნების მუზეუმი

ხელოვნების მუზეუმი

მოკლე აღწერა: მუზეუმის საგანძურში გამოფენილია ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილებისა და ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები. მნახველთა ყურადღებას იპყრობს ძველი ქართული კედლის მხატვრობა , ქართველ მხატვართა შედევრები, რუსული, ევროპული და აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ძეგლები.

დამატებითი ინფორმაცია: 1920 წელს დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. ამ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდა იმდროინდელი საზოგადოება, რამაც განსაზღვრა კიდეც გალერეის შემდგომი ბედი. საზოგადოების მხრიდან გამოვლენილი ინტერესის, მხარდაჭერისა და გალერეის მესვეურთა ძალისხმევის შედეგად ეროვნული გალერეა ერთ ერთ მნიშვნელოვან კერად იქცა, სადაც ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო.

1932 წელს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით, ეროვნული გალერეის რეორგანიზება მოხდა და მის ბაზაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაფუძნდა, სადაც თავი მოიყარა საქართველოს საისტორიო- საეთნოგრაფიო და ქართველთა შორისწერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების, აგრეთვე თბილისის უნივერსიტეტის ძველი ქართული ხელოვნების კოლექციებმა.

1933 წელს მუზეუმისათვის მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყო შენობა,რის გამოც მომდევნო წლებში მას ხელოვნების მუზეუმ "მეტეხად" მოიხსენიებდნენ. მუზეუმის პირველი დირექტორი გახლდათ დიმიტრი შევარდნაძე.

1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლით 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძური საქართველოს დაუბრუნდა, რომლის დიდი ნაწილიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა.

1950 წლიდან მუზეუმი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა. ამავე წელს მას გადასცეს შენობა, რომელშიც დღემდეა განთავსებული. ეს გახლავთ რუსული ამპირის სტილის ნაგებობა,რომელიც 1838 წელს აშენდა და მასში ხანგრძლივი დროის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო განთავსებული.

მუზეუმის შემდგომი აღმავლობა მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია მისი დირექტორის, აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან.

2004 წლიდან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაწილია და მიმდინარე რეფორმების პირობებში კვლავაც განაგრძობს კოლექციების ექსპონირებას, კვლევასა და დაცვას.

მისამართი: გუდიაშვილი, 1
ტელეფონი: +995 32 2 99 99 09

ხელოვნების მუზეუმიმუზეუმი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 420 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ