ე.ახვლედიანის სახლმუზეუმი

ე.ახვლედიანის სახლმუზეუმი

მოკლე აღწერა: ეროვნული მუზეუმი შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი ელენე ახვლედიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1976 წლის 18 აპრილს. სახლ-მუზეუმი ქართული დედაბოძითა და რიკულებიანი ანტრესოლებით წარმოადგენს ტიპიურად ქართულ ინტერიერს, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტუმები, წიგნის ილუსტრაცია, სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები ნაჩუქობა, ფოტო მასალა, პირადი არქივი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

დამატებითი ინფორმაცია: სახლ-მუზეუმში დაცულია სამი ათასზე მეტი ექსპონატი. ელენე ახვლედიანის სახლი, მისი სახელოსნო, ყოველთვის იყო გამოჩენილი შემოქმედთა თავშეყრისა და შემოქმედებითი ურთიერთობების ადგილი. აქ ეწყობოდა თემატური და პერსონალური გამოფენები, საღამოები და მუსიკოსთა, მსახიობთა, პოეტთა და მხატვართა მონაწილეობით. სახლ-მუზეუმში კვლავაც სეფევს ის განუმეორებელი ატმოსფერო, რომელშიც მხატვარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გრძელდება ყველა ის მდიდარი და ლამაზი ტრადიცია, რომელიც თვით მხატვარმა დაამკვიდრა თავის სახლში, სახლი რომელიც ისევე როგორც მთელი თავისი შემოქმედება ხალხს დაუტოვა.
მისამართი: ქიაჩელის, 12
ტელეფონი: +995 32 2 299 74 12

ე.ახვლედიანის სახლმუზეუმიმუზეუმი
Loading...
3/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 439 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ