ქუაქანცალია

ქუაქანცალია

მოკლე აღწერა: ქუაქანცალია — კირქვული ლოდი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ყვირას კირქვულ მასივზე მდინარე ინწრის სათავეებთან, ზღვის დონიდან 1800 მ სიმაღლეზე. თითქმის სუბალპურ უტყეო ზონაში ამაღლებულ კვარცხლბეკზე „ზის“. მისი ზედაპირი წყალს გამოუხრავს. ზომები 1,8*2*1,6 მ-ს აღწევს და დაახლოებით 10-12 ტონას იწონის. ლოდი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს იმით, რომ მის ერთ-ერთ წიბოზე ხელის ოდნავი დაწოლით ქვის ეს ვეება მასა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს. მას 4 საყრდენი წერტილი აქვს, რომელთაგან 1 ყოველთვის ჰაერშია, რაც ლოდის მოძრაობას იწვევს; ასეთი მოქანავე ლოდები მრავალ ქვეყანაში გვხვდება, მაგრამ მათი უმეტესობა მაგმურ ვულკანურ ქანებშია გამომუშავებული, ეს კი კირქვული ლოდია და კარცტულ მასივზე მდებარეობს.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

ქუაქანცალიაბუნების ძეგლი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1852 მ
საფეხმავლო ბილიკი საფეხმავლო ბილიკი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ