ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)

ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)

მოკლე აღწერა: უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული. ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი.

დამატებითი ინფორმაცია: ეკლესია მოხატული გახლავთ. აშენებისთანავე მოუხატავთ კანკელი. როგორც ჩანს, სვანმა ოსტატმა წმიდა მარიამის გამოსახვისას ტრადიციულ ხატწერას გადაუხვია. რადგან ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული. ასეა გადმოცემული მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი.

კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმიდა მხედართა – გიორგისა და თეოდორეს გამოსახულებები, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.

ღვთისმშობლის ეკლესია (ლამარია)ეკლესია
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1277 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ