პირღებულის მონასტერი
მოკლე აღწერა: პირღებული — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, XIII საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი თეთრი წყაროს სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ-ზე, მდინარე ხრამის მარცხენა ნაპირზე. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა — დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელისე საგინაშვილს XVII საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
მაღალი გამავლობის ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში