ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

მოკლე აღწერა: ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი 1. დარბაზული  ეკლესია 2. კოშკი VIII–IX სს. 3. გალავანი XI–XIII სს. 4. სხვა ნაგებობანი განვით. შუა საუკ.

დამატებითი ინფორმაცია: ჟალეთის წმინდა გიორგის ეკლესია — სამონასტრო კომპლექსი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ჩრდილოეთით 6,5 კმ-ზე, ნასოფლა ჭიოტაანთკარის ზემოთ ჟალეთის მთის თხემზე. კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, კოშკი, სწორკუთხა ნაგებობის ნაშთი, გალავანი, ნამოსახლარი და სამაროვანი. 1963-1964 წლებშიძეგლი გათხარა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი დ. მუსხელიშვილი).

ეკლესია დარბაზულია (6,6X5,9 მ) , განეკუთვნება VIII-IX საუკუნეების მიჯნას. მის დასავლეთის კედელზე შემონახულია მოხატულობის უმნიშვნელო ფრაგმენტი. ეკლესიის ეზოს სამხრეტ-დასავლეთ ნაწილში დგას გეგმით თითქმის კვადრატული (4,4X4,9 მ) კოშკი, რომლის სამხრეთ-დასავლეთი კედელი გალავანშია ჩართული. გალავანი ოვალური ფორმისაა და ნაგებბია ნატეხი ქვით. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

კომპლექსის ტერიტორიაზე გათხრილია XI-XIV საუკუნეების 14 სამარხი, სამარხები ოთხი ტიპისააა, დაკრძალვის წესი კი ქრისტიანულია. გათხრების დროს აღმოჩენილი მასალები ინახება არქეოლოგგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსიეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიზუსტე 5 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1089 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ