რკონის ციხის კომპლექსი

რკონის ციხის კომპლექსი

მოკლე აღწერა: რკონის ციხის კომპლექსი 1. დარბაზული  ეკლესია 2. გალავანი 3. სასახლე 4. კოშკი 5. სადაზვერვო კოშკი

დამატებითი ინფორმაცია: ციხე თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით. კომპლექსში შედის: გალავანი, ეკლესია, კოშკი, სადაზვერვო კოშკი და სასახლე. რკონის ციხის კომპლექსი მეტად რთულრელიეფიან მთაზეა აგებული, მისი დასავლეთი ნაწილი შედარებით შევაკებულ ადგილზე დგას, აღმოსავლეთისა კი – თითქმის ციცაბო ფერდობზე. შიდა ტერიტორია მოსწორებული არ არის. ციხე მთლიანად ნაგებია ნატეხი ქვით.

გალავანი წარმოადგენს მარტივ უსწორო მრგვალგვერდას (სიმაღლე 5 მეტრი), რომელსაც თითო კარი აქვს ჩრდილოეთ-დასავლეთით და სამხრეთით. კედლები გამაგრებულია კონტრფორსებით. შიგნით გალავანი ორიარუსიანია. საბრძოლო ბილიკი ხისა ყოფილა. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა იარუსზე კი სათოფურებია.

ეკლესია დარბაზულია თარიღდება XIII საუკუნით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით აფსიდში, და დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკნმელია. დარბაზი გადახურულია ორ შეკიდულ თაღზე დაყრდნობილი კამარით. კედლებზე შერჩენილია მოხატულობის კვალი. იგი თარიღდება XIII საუკუნის II ნახევრით. აფსიდის კონქში ჩანს ვედრების კომპოზიციის ნაწილი. მომდევნო რეგისტრში ზიარების კომპოზიციაა წარმოდგენილი. მხატვრობის ფერებში ჭარბობს ზურმუხტისფერი-მწვანე. ეკლესიის ფასადები ნატეხი ქვითაა ნაგები. წყობაში გამოყენებულია XII-XIII საუკუნეების ეკლესიის ნანგრევებიდან მოტანილი ჩუქურთმიანი ქვები.

კოშკი დგას გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ყველაზე მაღალ ადგილას. მისი სამხრეთი და აღმოსავლეთი კედლები კლდეს ეყრდნობა, ხოლო დანარჩენი ორი - მასიურ კედელს. ქვედა სართულის იატაკი ხის კოჭებზე ყოფილა დაგებული. კედლებში დატანებულია ბუხრები და სათოფურები.

სადაზვერვო კოშკი დგას ციხის ზემოთ, მთის წვერზე. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება. შემორცენილია სამი სართული: პირველი ყრუა, მეორის კედლებში სათოფურებია, მესამე დაზიანებულია.

სასახლე დგას ციხის ეზოში შემორჩენილია სამსართულიანი ნაგებობის ნანგრევები. პირველ სართულზე ორი კარი, ბუხარი და სამეურნეო დანიშნულების ნიშებია, მეორეზე – ნიშები და ბუხარი; მესამე სართულის კედლები ძლიერ დაზიანებულია, ჩანს მხოლოდ კარი.

რკონის ციხის კომპლექსიციხე-კოშკი
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 998 მ
საფეხმავლო ბილიკი საფეხმავლო ბილიკი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ