დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე

მოკლე აღწერა: დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები. სხვა ექსპონატებთან ერთად აქ თქვენ იხილავთ ქვის ხანის, პალეოლითისა და ნეოლითის პერიოდის ნიმუშებს. მუზეუმის კოლექცია სულ მოიცავს 41000 ნამუშევარს.

დამატებითი ინფორმაცია: ანტიკური პერიოდის ძეგლებიდან ხაზგასასმელია I და II საუკუნეების ოქროსა და ვერცხლის განძი.
თავმოყრილია მდიდარი მედალიონების კოლექცია, რომელშიც წარმოდგენილია რომაული, კოლხური, ბიზანტიური, რუსული და პოლონური მონეტები.
უნიკალური ხელნაწერები და რელიგიური ლიტერატურა ასევე ფართოდაა წარმოდგენილი კოლექციაში.
აქ თქვენ ასევე იხილავთ ამპირის, როკოკოსა და ბულეს ავეჯს. მუზეუმში ფართოდაა წარმოდგენილი შუასაუკუნეების მხატვრობა, სხვადასხვა სტილისა და წარმოშობის მქონე მხატვრების მიერ შესრულებული საქართველოს ხედები და ევროპული და აზიური ბუნება.
ეჭვგარეშეა, რომ კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნაპოლეონ ბონაპარტეს ბრინჯაოს მასკას, რომელიც მას აუღო პირადმა ექიმმა ფრანჩესკო ანტომარკმა 1833 წელს სიკვდილის შემდეგ.
მუზეუმის კოლექციის სიდიდე არ იძლევა შესაძლებლობას მისი სრული სახით გამოფენისა. მიუხედავად ამისა თქვენი ვიზიტის შემდეგ თქვენ შეგექმნებათ სრული სურათი დასავლეთ საქართველოს კულტურის, მემკვიდრეობისა და წეს-ჩვეულებების შესახებ და საქართველოს უცხოურ ქვეყნებთან კავშირების შესახებ

დადიანების სასახლეისტორიული ძეგლი
Loading...
5/5 ქულა (2 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 117 მ
მსუბუქი ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ