მაშავერას წმინდა გიორგის ეკლესია

მაშავერას წმინდა გიორგის ეკლესია

მოკლე აღწერა: ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირას, სოფლიდან დასავლეთით, კლდოვან კონცხზე. იგი ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე დგას და ერთსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ძეგლი ნაგებია უხეშად თლილი ბაზალტის ქვით.კუთხეები და კონსტრუქციები სუფთად ნათალი ქვებითაა ამოყვანილი. ერთადერთი კარი, რომელსაც დიდი არქიტრავი ხურავს სამხრეთ კედელშია მოწყობილი.სამი სარკმელი აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. აღმოსავლეთი სარკმლის ღიობს წყვილი სადა ლილვი შემოუყვება. დასავლეთი ფასადის ორკალთა სახურავის ქიმზე, ოთხ მრგვალ სვეტზე დამყარებული სამრეკლოს ფანჩატური დგას.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

მაშავერას წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია
Loading...
5/5 ქულა (2 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 820 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ