გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის ჩანჩქერი)

გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის ჩანჩქერი)

მოკლე აღწერა: მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა. ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

გურგენიანის ჩანჩქერი (ნინოსხევის ჩანჩქერი)ჩანჩქერი
Loading...
5/5 ქულა (1 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 975 მ
საფეხმავლო ბილიკი საფეხმავლო ბილიკი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ