სიყვარულის კოშკი

სიყვარულის კოშკი

მოკლე აღწერა: ლეგენდა: ოდესღაც იფარში ცხოვრობდა საკმაოდ შეძლებული მშობლების ერთადერთი ასული, მიაგულ პირველი. ძალიან ლამაზი ყოფილა მიაგული. ერთ დღესაც სოფელ კალაში კვირიკობის დღესასწაულზე მზეთუნახავი შეხვედრია ამავე სოფლის მკვიდრ ოტია მარგველანს. რომელიც კარგი ვაჟკაცი და მონადირე ყოფილა. ოტიას უმალ გულში ჩავარდნია მიაგულის სიყვარული, არც მზეთუნახავი დარჩენილა გულგრილი. მალე მგზნებარედ შეჰყვარებიათ ერთმანეთი, მაგრამ მათ ურთიერთობას აბრკოლებდა ფრიად მნიშვნელოვანი რამ. ვაჟკაცს მეუღლე და ხუთი შვილი ჰყავდა. ვერ გადაუწყვეტია მიაგულს შეყვარებულის ოჯახის დანგრევა და უკანასკნელი სიტყვაც უთქვია ოტიასათვის. დამწუხრებული კალელი სანადიროდ წასულა, თავს არ ზოგავდა, ისეთ კლდეებს შესჭიდებია. ბედს უმუხთლია, ქარაფებიდან ენგურში ჩავარდნილა. ქმრის სიკვდილით სასოწარკვეთილ ცოლსაც მალე ენგურში მოუსწრაფია სიცოცხლე. ამბობენ, ოტია და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო. გულმოკლულ მიაგულს მამისთვის უთხოვია შუა ენგურში მდგარ ლოდზე კოშკის აგება. მამასაც შეუსრულებია ერთადერთი ქალიშვილის თხოვნა. მას შემდეგ დღენიადაგ ამ კოშკში ცხოვრობდა მიაგული და თავისი ხელით აპურებდა კალმახად გადაქცეულ ოტიას და მეუღლეს. ენგურში მდგარი ლოდის ქვემოთ მიწიდან ამოდის სუფთა წყარო, იგი თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, როცა მდინარე იკლებს. ამბობენ კოშკიდან გადმოღვრილი მიაგულის ცრემლებიაო.

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

სიყვარულის კოშკიციხე-კოშკი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1755 მ
მაღალი გამავლობის ავტომობილი მაღალი გამავლობის ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ