გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

მოკლე აღწერა: გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მისი შესასვლელის თავზე შემორჩენილი სამენოვანი სამშენებლო წარწერა (ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზე). აი, ქართული წარწერის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი: „მე ფრიად ცოდვილმან მათარსი აღვაშენე კარის ეკლესია ესე ... ჟამსა შინა მეფობასა მისისა პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდა სამესა ქ~კსა სპა...“ სამივე წარწერაში ერთი შინაარსია, მაგრამ ზუსტ თარგმანს არ წარმოადგენს. ისინი ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში იძლევა შემდეგ ინფორმაციას: 1595 წელს, ალექსანდრეს მეფობის დროს მათარსი ზაქარიას ძეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგია თავის კარის ეკლესიად. ის აღუმართავს თავისი მეუღლის საფლავზე და შესაწირი უბოძებია მისთვის (სამი კომლი, ვენახი, დუქნები და ა.შ.).

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის

გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 2 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 387 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ