ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
მოკლე აღწერა: ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ყურეში 204,4 ჰა ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის ლიანებიანი ჭალის ტყის სახით. აქ უხვადაა მრავალწლოვანი კაკლები, იფნები, მუხები და თელები, ასევე ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ბუჩქნარი. ე.წ. კაკლის ყურეში 1 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტის გავლას ერთი საათი სჭირდება. მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირი სოფ. ფიროსმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 165 მეტრი ზღვის დონიდან.
დამატებითი ინფორმაცია: მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო. თბილისიდან დედოფლისწყარო დაშორებულია 130 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ;
ქ. დედოფლისწყარო - ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი - 56 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. დედოფლისწყაროში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში