მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე

მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლე

მოკლე აღწერა: ციხე-სასახლე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი მეჯვრისხევის ცენტრში. კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი: XVII-XVIII საუკუნეებში აგებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები; XVIII საუკუნის შუა ხანებში ციხის კარიბჭეზე, მის სამხრეთ კედლის ნაწილზე ეზოდან მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე; XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას).

დამატებითი ინფორმაცია: ციხე-გალავნიდან შემორჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი, კარიბჭე და მათ შორის მოქცეული გალავნის კედლის ქვედა ნაწილი. გალავნის შემორჩენილი ნაწილი გადაკეთებულია მომდევნო მშენებლობის დროს (გაჭრილია სარკმლები). სათოფურები პირვანდელი სახით შემორჩენილია მხოლოდ ერთ-ერთი კედლის შუა ნაწილში.

მირმანოზ ერისთავის ციხე–სასახლეციხე-კოშკი
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
სიზუსტე 1 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 808 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ